• კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში – დასწრებულად
    და დისტანციურად
  • ონლაინ მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება (Zoom-ის პლატფორმის
    საშუალებით, რომლის ბმული მონაწილეებს მიეწოდებათ კონფერენციის
    დაწყების წინ)
  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

მნიშვნელოვანი თარიღები:

2026 წლის 21 სექტემბერი – რეგისტრაციის ბოლო ვადა
2026 წლის 26  სექტემბერი  – აბსტრაქტის გაგზავნა
ელ. ფოსტის მისამართზე: conference@gtu.ge

2026 წლის 28 სექტემბერი  – შეტყობინების მიღება მონაწილეობის შესახებ, თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე

2026 წლის 5 ოქტომბერი დასრულებული ნაშრომის გაგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე: conference@gtu.ge

საყურადღებოა:

  • 2026  წლის 5 ოქტომბერს კონფერენციის ვებ. გვერდზე დაიდება პროგრამა
  • მოხსენების/პრეზენტაციის  შემდეგ  მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები;
  • საორგანიზაციო კომიტეტი წინასწარ გამოაქვეყნებს კონფერენციაზე
    წარმოდგენილ ყველა იმ მოხსენებას, რომლებიც გაივლის ექსპერტიზას;
  • კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის რეკომენდაციით
    შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
    ჟურნალში, რომელსაც აქვს  ISBN,   Doi და Google Scholar ბაზაში ინდექსირება.

რეგლამენტი:

  • პლენარულ სხდომაზე მოხსენებისათვის – 20 წთ
  • სექციურ სხდომებზე გამოსვლისათვის – 15 წთ
  • დისკუსია – 7 წთ

 

ნაშრომის გაფორმების წესი:

  • 4 – 8 გვერდი, ელ. ვერსია (ავტორების რაოდენობა –  მაქს. 3 ავტორი),
    ნაშრომის დასახელების შემდეგ, მომდევნო სტრიქონებზე,
    წარმოდგენილი უნდა იყოს ავტორი/ავტორები – სახელი, გვარი,
    აფილირება – უნივერსიტეტის დასახელება (Sylfaen /Arial =12),  ავტორთა
    ელ. ფოსტის მისამართები
  • რეზიუმე სტატიის ენაზე (გთხოვთ გაითვალისწინეთ, ქართულ ენაზე
    შესრულებული ნაშრომისთვის რეზიუმე, ნაშრომის დასახელება და ავტორების
    შესახებ ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ
    ასევე  ინგლისურ ენებზე)

სტატია უნდა შეიცავდეს:

  • სათაური (ქართულად და ინგლისურად)
  • ავტორების მონაცემები
  • ანოტაცია / რეზიუმე (Abstract) (ქართულად და ინგლისურად) 200-250 სიტყვა
  • საკვანძო სიტყვები (Keywords) (ქართულად და ინგლისურად) 3/5  სიტყვა
  • შესავალი (Introduction)
  • ლიტერატურის მიმოხილვა (Literature Review)
  • მეთოდოლოგია (Methodology)
  • შედეგები (Results)
  • მსჯელობა / განხილვა (Discussion)
  • დასკვნა (Conclusion)
  • გამოყენებული ლიტერატურა (References) (მაგ. APA, MLA ან IEEE სტილში)

ტექნიკური მოთხოვნები:

  • MS Word, A4-ფორმატი, არეები 2,2 სმ.
  • ნაშრომის სათაური – (Arial =14/B)
  • ინფორმაცია ავტორის/ავტორების შესახებ – Sylfaen =12
  • ქართული ძირითადი ტექსტი Sylfaen =11, ინგლისური – Arial =11,
    სტრიქონთშორისი დაცილება =1.15
  • გრაფიკული მასალა JPG, GIF ან BMP ფაილები
  • სტატიის გადმოგზავნა ელ-ფოსტით, მისამართზე: conference@gtu.ge
  • სერტიფიკატები გაიცემა ყველა ავტორისთვის, ციფრული / ნაბეჭდი ფორმატით