მთავარი კონფერენციის შესახებ კომიტეტი თემატიკა პროგრამა რეგისტრაცია ავტორებისთვის შრომები
საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია “თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026”
12 და 13 ოქტომბერი, 2026 თბილისი, საქართველო
მთავარი კონფერენციის შესახებ კომიტეტი თემატიკა პროგრამა რეგისტრაცია ავტორებისთვის შრომები

2026 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ქუთაისში, საქართველოში გაიმართება მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (HTW) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენცია გაიხსნება 2026 წლის 12 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია, ან ეწვიეთ ოფიციალურ გვერდს: icsconf2026.gtu.ge.

ინფორმაცია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU) სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრია, რომლის მრავალწლიანი ისტორია 1922 წელს იწყება. უნივერსიტეტს დღემდე მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის საინჟინრო, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო განვითარებაში. მისი მთავარი მისიაა თანამედროვე ცოდნის შექმნა და გავრცელება, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების განვითარება და საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. დღეს […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია ცხრა ათწლეულის წინათ დაიწყო და, ამჟამად, იგი საქართველოში შესანიშნავი ტრადიციებით გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველი ერის კულტურულ-ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების საქმეში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალდარგოვანი რეგიონული უნივერსიტეტია, რომელიც როგორც სამი დამოუკიდებელი უნივერსიტეტის გაერთიანება, თანამედროვე სახით საბოლოოდ, 2010 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა 2006 […]

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTWD)

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტია, რომელიც მდებარეობს დრეზდენში, საქსონიაში, იგი დაარსდა1992 წელს. უნივერსიტეტში ხორციელდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები, რომელებიც ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებაზეა და მოიცავს სხვადასხვა სასწავლო გეგმებს. იგი ორიენტირებულია თანამედროვე ინდუსტრიის მოთხოვნებზე. უნივერსიტეტში არის  საინჟინრო, ინფორმატიკისა და დიზაინის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტები. უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო კავშირი ადგილობრივ და […]

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU)

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. უნივერსიტეტი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და წარმოადგენს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მნიშვნელოვან ცენტრს რეგიონში. უნივერსიტეტი დაარსდა 1945 წელს, როგორც მასწავლებელთა ინსტიტუტი, მაგრამ 1990 წელს გადაკეთდა უნივერსიტეტად და მიიღო შოთა რუსთაველის სახელი. უნივერსიტეტს აქვს მდიდარი ისტორია და მნიშვნელოვან […]

ბიელსკო-ბიალას უნივერსიტეტი

ბელსკო-ბიალას უნივერსიტეტი – სწრაფად განვითარებადი საგანმანათლებლო ცენტრია სამხრეთ პოლონეთში, იგი მდებარეობს ბესკიდის მთათა ძირში, ისტორიული ქალაქის ბელსკო-ბიალას ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი დამოუკიდებელ სასწავლო დაწესებულებად მხოლოდ 2001 წელს ჩამოყალიბდა, მანამდე იგი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ლოძის ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალად და უკვე მაშინაც იზიდავდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს. დღეს ბელსკო-ბიალას უნივერსიტეტში სწავლობს რამდენიმე ათასი სტუდენტი, რომელთა […]

კონფერენციის შესახებ

V-საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია “თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026”   კონფერენცია ორგანიზებულია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ   თავმჯდომარე: პროფესორი დავით გურგენიძე თანათავმჯდომარე: პროფესორი თამარ ლომინაძე, პროფესორი მარიო ნოიგებაუერი (გერმანია) პროფესორი შალვა კირთაძე (ქუთაისი) პროფესორი […]

კომიტეტი
თემატიკა

თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2026 12-13 ოქტომბერი 2026, ქუთაისი, საქართველო ორგანიზატორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თემები: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე ციფრული კომუნიკაციები, სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული ქსელები ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ასპექტები […]

სად გაიმართება კონფერენცია?
მნიშვნელოვანი თარიღები
საერთაშორისო მხარდაჭერა
მედიაფაილები
მნიშვნელოვანი ფაილები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმს ფაკულტეტი კონფერენცია 2023 კონფერენცია 2022